გენერალური პროექტი

IBC, როგორც გენერალური დამპროექტებელი, ასრულებს ყველა იმ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია პროექტის წარმატებულ რეალიზაციასთან: არქიტექტურული კონცეფციიდან დაწყებული – ექსპერტიზის დადებითი დამტკიცების მიღებით დამთავრებული.

ჩვენ თავად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო კორპორაციებთან, არქიტექტორულ, საპროექტო და კომუნიკაციურ საკითხებზე.

ჩვენი გუნდი ითანამშრომლებს თქვენთან პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

თქვენი პროექტის გაცნობისთანავე ჩვენი სპეციალისტი შეუდგება მასალის შეგროვებას, პროექტის სამუშაო დოკუმენტაციის შესადგენად.

  • ჩვენი სპეციალისტები შეადგენენ ტექნიკურ გეგმას:  ნაკვეთის სრულფასოვანი კვლევა, არქიტექტურული, ტექნიკური და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, ინფორმაცია საინჟენრო-კომუნიკაციური ქსელების შესახებ.

IBC  – არის კომპანია, რომელიც იზრუნებს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულების დადებაზე.

პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ.

თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ პროექტი დროულად ჩაგბარდებათ თქვენ მიერ მითითებულ ბიუჯეტის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ კომპლექსს სამშენებლო სფეროში.

ჩვენ ვაყამაყობთ კომპანიის რეპუტაციით და კლიენტს ყოველთვის ვთავაზობთ ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად.
ჩვენი დევიზია: სწრაფვა სრულყოფილებამდე, ხარისხი და უსაფრთხოება ყველაფერში!

გენერალური კონტრაქტი

ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი შეგიქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას თქვენს პროექტზე.

გენერალური კონტრაქტი

ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი შეგიქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას თქვენს პროექტზე.

გენერალური პროექტი

ჩვენი არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების ჯგუფი ხარისხიანად და დროულად ჩაგაბარებთ პროექტს.