გენერალური კონტრაქტი

IBC – სთან “გენერალური კონტრაქტის” ხელის მოწერის შემდეგ, კომპანია თქვენს სამშენებლო ობიექტზე ითავებს მშენებლობის ყველა მიმდინარე პროცესის მართვას.

თქვენთვის სრულიად გასაგები, საინტერესო და გამჭვირვალე გახდება სამშენებლო პროცესის ყველა ნიუანსი, როგორიცაა: სათანადო დოკუმენტაციის შეგროვება-შეთანხმება, არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტების შექმნა, საინჟინრო ქსელების მოწყობა, მონტაჟური, სანტექნიკური, ბეტონის, ელექტრომონტაჟური და მიწის სამუშაოები.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ეფექტურ თანამშრომლობას თქვენს ობიექტზე მომუშავე ცალკეულ ბრიგადებსა და სპეციალისტებს შორის.

ჩვენი გუნდი ითანამშრომლებს თქვენთან პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

“გენერალური კონტრაქტის” შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

    • უპირველეს ყოვლისა,  განიხილება თქვენი იდეა, რათა ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნას სამშენებლო პროექტი.
    • თქვენი სამშენებლო პროექტის გაცნობისთანავე, ჩვენი შეკვეთების გაფორმების მენეჯერი შეაფასებს პროექტის ტიპსა და სტუქტურას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული მშენებლობისთვის. შემდეგ იგი შეგხვდებათ, უფასო კონსულტაციას გაგიწევთ, გათვლის უახლოეს ნაბიჯებს პროექტის რეალიზებისთვის.
    •  ჩვენი არქიტექტორი შეგხვდებათ, რათა შეიქმნას საერთო წარმოდგენა თქვენს პროექტზე.
    • ჩვენი მენეჯერების ჯგუფი შეადგენს თქვენი პროექტის მართვის სტრუქტურას, სამშენებლო სამუშაოების აღორძინებისა და მათი რეალიზაციის გეგმას.
    • კვირის ბოლოს თქვენ გექნებათ თქვენი სამშენებლო პროექტის წინასწარი გეგმა და ხარჯთაღრიცხვა.

პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ პროექტი დროულად ჩაგბარდებათ თქვენ მიერ მითითებულ ბიუჯეტის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ კომპლექსს სამშენებლო სფეროში.

ჩვენ ვამაყობთ კომპანიის რეპუტაციით და კლიენტს ყოველთვის ვთავაზობთ ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად.
ჩვენი დევიზია: სწრაფვა სრულყოფილებამდე, ხარისხი და უსაფრთხოება ყველაფერში!

გენერალური კონტრაქტი

ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი შეგიქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას თქვენს პროექტზე.

გენერალური კონტრაქტი

ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი შეგიქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას თქვენს პროექტზე.

გენერალური პროექტი

ჩვენი არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების ჯგუფი ხარისხიანად და დროულად ჩაგაბარებთ პროექტს.